აშერი პარიზში ოთხ კონცერტს გამართავს

2021 წელს აშერმა ლას ვეგასში წარმატებული კონცერტები გამართა, ამჯერად კი არტისტი მუსიკალურ შოუებს პარიზში აანონსებს. პირველი კონცერტი ხელოვნების ცენტრ La Seine Musicale-ში 24 სექტემბერს გაიმართება. აშერი პარიზში სულ ოთხ კონცერტს ჩაატარებს. მუსიკალური პროგრამა არტისტის 30-წლიანი კარიერიდან არაერთ ჰიტს აერთიანებს. როგორც ცნობილია, შოუები სასცენო კოსტიუმებით და  სპეციალური ვიზუალური ეფექტებით იქნება გამორჩეული. 

2023 წლის დასაწყისში, აშერმა თავისი ცნობილი ტურის  – My Way-ის გაგრძელების შესახებ განცხადება გაავრცელა და ლას ვეგასში თხუთმეტი საკონცერტო თარიღი დააანონსა.შოუები ივნისსა და ოქტომბერში გაიმართება. 

როგორც მუსიკოსმა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას ლას ვეგასში აუდიტორიის წინაშე გამოსვლა მოსწონს. „ახლა შვილები მყავს, საკუთარი ცხოვრება მაქვს. მომწონს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე დღე შემიძლია სხვადასხვა ადგილებში გავმართო კონცერტები და ამ მომენტებით ვისიამოვნო“ – აღნიშნა არტისტმა. აშერმა ახლახან ახალი სინგლი სახელწოდებით GLU გამოუშვა. არტისტი აპრილში დაგეგმილი Dreamville Music Festival-ის ერთ-ერთი ჰედლაინერიც არის. ამასთან ერთად კი შესაძლოა მალე ალბომიც გამოუშვას.



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება