დიდთოვლობას გურიაში მეორე მსხვერპლი ჰყავს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა.

დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.

ქალის გარდაცვალების მიზეზი კი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა, ან უშუქობის გამო, ტელეფონი ვერ დატენა და დარეკვაც ვერ მოახერხა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია "გურიის მოამბე" ავრცელებს.

შეგახსენებთ, გურიაში, დიდთოვლობას გუშინ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება