თემურ ქათამაძეს ,,ვივამედის' დირექტორი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მკვლევრის, გოჩა მჟავანაძის ცნობითვივამედის დირექტორი აქციების დროს დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ედავება.

მჟავანაძის ინფორმაციით, 24 მარტს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

"როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი.

ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო.

თავისუფლება ბათუმელ მედროშეს!

თავისუფლება სინდისის პატიმრებს!

ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მჟავანაძე.



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება