სუს - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა.

უწყების ცნობითვე, ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება