
ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება - ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოსთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კანონის სრული დარღვევით არის შექმნილი.
„ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. კომისიაზე არ მისვლის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ეს კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ კომისიაში, 50% უნდა იყოს ოპოზიციის წევრებისგან, დამისახელეთ 1 წევრი ოპოზიციისგან. ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |