სალომე ზურაბიშვილი - გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკუსორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის. გარე ჩარევის მიუხედავად, მათი ხმა ნათელი და მტკიცე იყო. ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა.



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება