უკრაინის სუმის რეგიონის ადმინისტრაცია - სუმის ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

უკრაინის სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა Suspilne-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციას, საერთო ჯამში, 86 000-ზე მეტი მცხოვრები ექვემდებარება. მათგან ევაკუირებულია 60%-ზე მეტი - 52 000-ზე მეტი.

ამასთან, გრიგოროვის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში დაახლოებით 2 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გარდა ამისა, მისი თქმით ამჟამად რეგიონში 21 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 10 000-ზე მეტი კი - გაზის გარეშე.

გრიგოროვის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში სუმის ოლქში მტრის თავდასხმებს 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება