საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. მას მხარი 84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოა და შესაბამისად, გიორგი გაბიტაშვილს წარმატებას უსურვებს.

გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით დაინიშნა.



მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მათე დევიძე - „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ - მაპატიეთ მეგობრებო
ალეკო ელისაშვილი - მოსამართლეს ვუთხარი, ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა, არაო