პირი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა, 1 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარმა ქართული ოცნების მხარდამჭერი ვალერი ქოჩიაშილი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა.

დაჯარიმების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში ქოჩაშვილი ქართული ოცნებისგან გერმანიის ელჩის გაძევებას მოითხოვს.

18 მაისს, გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა, ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, ქოჩიაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და პეტერ ფიშერს დაემუქრა.

უცნობია დაწყებულია თუ არა გამოძიება მუქარასთან დაკავშირებით.



მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მათე დევიძე - „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ - მაპატიეთ მეგობრებო
ალეკო ელისაშვილი - მოსამართლეს ვუთხარი, ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა, არაო