პარლამენტი სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების შესასწავლად სპეციალურ კომისიას შექმნის

პარლამენტი სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების საჯარო შესწავლას დაიწყებს - ამის შესახებ სოცილაურ ქსელში შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის ვიდეოს საპასუხოდ წერს.

პაპუაშვილის თქმით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას

„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი.

ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.

ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.

საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“, – წერს პაპუაშვილი.



უფრო მეტი კონტაქტი აზიურ ბანკთან ვიდრე დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან
ჩინური კომპანიები საქართველოში
BOG-ის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება - რა უნდა იცოდე?
"თეგეტა" ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს - კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება