საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა.

შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის უახლესი კვლევა გააცნო, ხოლო EBRD-ის კონსულტაციების პროგრამის მენეჯერმა, სევერიან ღვინეფაძემ თანადაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს ბანკის იმ პროდუქტებსა თუ  ციფრულ გადაწყვეტებს გასცნობოდნენ, რომელსაც ბანკი მათ საოპერაციო პროცესების გასამარტივებლად სთავაზობს. პარტნიორმა კომპანიებმა - ALTIDO-მ, DASTAFE-მ და GEC Business-მა კი ბიზნესებს საკუთარი მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები წარუდგინეს.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი, როგორც ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორის, მიზანია ხელი შევუწყოთ მათ ზრდასა და განვითარებას, ხოლო ოპერაციული პროცესების გამარტივებით დაზოგონ დრო და რესურსი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“, სადაც მათ შესაძლებლობას ვაძლევთ გაეცნონ ბაზრის ტენდენციებს, მიიღონ ინფორმაცია თანადაფინანსების შესაძლებლობებზე და ბანკის სერვისებსა და ციფრულ პროდუქტებზე. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ  ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, თორნიკე კუპრაშვილმა.



გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ეთერ ქემერტელიძეს
ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები - TBC კაპიტალმა განახლება გამოაქვეყნა
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“