აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს

აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება მიღწეულია. სამგზავრო ტრანსპორტირება კი შვეიცარიული კომპანია Stadler Rail-ის მატარებლებით განხორციელდება.

როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახური აღნიშნავს, საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამოა შეჩერებული.

"როგორც იცით, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში საგანგებო საკარანტინო რეჟიმი გრძელდება და ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დახურულია. ამის გამო მგზავრების საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტირება შეჩერებულია". - აღნიშნულია განცხადებაში.



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება