
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიკოლას მადუროს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა ვენესუელელ კოლეგას, ნიკოლას მადუროს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი მეგობარი უგო ჩავესი ძალიან კარგად გვახსოვს. ის ბრწყინვალე ლიდერი იყო არა მხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ლათინური ამერიკისთვის. თქვენ ახლა მის საქმიანობას აგრძელებთ და ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელისა და რუსეთის მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, დღეს, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლას მადურო რუსეთსა და ვენესუელას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |