
ჟურნალისტებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს.
ჟურნალისტებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 მაისს შეიტანეს.
ზაუტაშვილი და ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აპრილში გაათავისუფლეს. ორივე ჟურნალისტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების შესახებ ზეპირ შეხვედრაზე აცნობა.
ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიის განმარტებით, მათი გათავისუფლების საფუძველი არხის შიდა მოკვლევის დასკვნაა.
ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არხის სარედაქტიო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ და სახელისუფლებო გავლენებზე საუბრობდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით კი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და მიუკერძოებელია.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |