მექსიკაში, მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს

მექსიკის ვერაკრუსის შტატში მერობის კანდიდატს, მმართველი პარტია „მორენას“ წევრს, ესენია ლარა გუტიერესს საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Facebook-ის პირდაპირ ეთერში ოცამდე გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მხარდამჭერებით გარშემორტყმული ესენია ლარა გუტიერესი ტექსტეპეკის ქუჩებში გადაადგილდებოდა.

შტატის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მერობის კანდიდატი და კიდევ სამი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მოტივის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. პრეზიდენტის თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.



გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება