2026 წლის პირველი ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სსიპ-ი ჩაატარებს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო წლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელს და მომსახურებას შეიძენს.
"ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად შეადგენს 2 მილიარდ ლარს. უწყება დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. უწყება შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებებით, ასევე დამხმარე საქმიანობის ფარგლებში, ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვა. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებული იყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კონსოლიდირებული ტენდერები ამჟამად ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდება, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია, მაგალითად საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, A4 ქაღალდების, პრინტერების და საოფისე აღჭურვილობის ტენდერები.
არსებული მდგომარეობით, მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ჩამონათვალი ასეთია:
ცენტრალური შემსყიდველი ორგანომთავრობის ადმინისტრაცია

