
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის მომხსენებლებმა, ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო. მათ შორის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენების გამო, რომელიც მიმართულია ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხსენებლები გმობენ ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში დაბარებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ სოციალურ მედიაში თითქოსდა "შეურაცხმყოფელი" გამონათქვამების გამო.
როგორც განცხადებაში წერია, მომხსენებლებმა მიუღებლად და არაპროპორციულად მიიჩნიეს იმ ოპოზიციონერი პირების დაკავება და სხვა იძულებითი სამართლებრივი ზომების გამოყენება, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგენაზე. აღნიშნული კომისია იძიებს "წინა რეჟიმის ქმედებებს" და არაერთხელ გამოუცხადებია მიზნად ოპოზიციური ძალების აკრძალვა ქვეყანაში.
„ამგვარი რეპრესიები კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს და აცილებს ქვეყანას იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მას ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით ეკისრება'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს არადემოკრატიული თავდასხმები განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებზე და შეცვალოს ქვეყნის სწრაფად გაუარესებული დემოკრატიული კურსი. ჩვენ კვლავ მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი როგორც ხელისუფლებასთან, ისე ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში,“ — განაცხადეს მომხსენებლებმა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |